უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 24 ჩამოვაგდეთ
22/12/2023 06:50:31 მსოფლიო
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 22 დეკემბრის ღამეს უკრაინის მიმართულებით 28 დრონი გაუშვეს, მათგან 24 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში უკრაინაზე, გამოყენებულ იქნა "შაჰედის" ტიპის 28 დრონი. საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია 24 უპილოტო საფრენი აპარატი". – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ანგარიშში.
დრონები გაშვებული იყო რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის ოლქებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან. ერთ-ერთი დრონი კიევში, საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, არიან დაშავებულები.
რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.


