Accentnews.ge
ორბანმა თქვა, რომ მიიღო ზელენსკის მიწვევა შეხვედრის თაობაზე

ორბანმა თქვა, რომ მიიღო ზელენსკის მიწვევა შეხვედრის თაობაზე

22/12/2023 06:27:19 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მან მიიღო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა ორმხრივი შეხვედრის თაობაზე, რომელიც იქნება პირველი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

21 დეკემბერს, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე ორბანმა თქვა, რომ დათანხმდა ზელენსკის წინადადებას შეხვედრის შესახებ 10 დეკემბერს არგენტინის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაზე უკრაინის ლიდერთან მოკლე საუბრის დროს.

როგორც ორბანმა თქვა, მას შემდეგ, რაც ის ზელენსკიმ მიიწვია, რათა განეხილათ უკრაინის ამბიციები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მან უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ "მის განკარგულებაში იქნებოდა".

გასულ კვირას, ევროკავშირის სამიტზე ორბანმა დაბლოკა კიევისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტი –50 მილიარდი ევრო. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების კენჭისყრის დროს ორბანმა კენჭისყრის დარბაზი დატოვა.

პრესკონფერენციაზე ორბანმა თქვა, რომ მისი მთავრობა კვლავ ეწინააღმდეგება ამ პაკეტის მოცულობას და განრიგს და იმავე პოზიციაზე იქნება, როდესაც ევროკავშირის ლიდერები კვლავ შეხვდებიან თებერვალში.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ადრე თქვა, რომ არგენტინაში შეხვედრისას ორბანმა ვერ აუხსნა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგობის მიზეზები. ზელენსკიმ ასევე არ დააანონსა ორბანთან ორმხრივი შეხვედრები.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ორბანი, რომელიც ასევე ეწინააღმდეგებოდა მოლაპარაკებების დაწყებას, ამ საკითხზე კენჭისყრას არ ესწრებოდა. შემდგომში მან ევროკავშირის სხვა წევრების გადაწყვეტილებას "ირაციონალური" და "მცდარი" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S