რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა
22/12/2023 06:04:30 მსოფლიო
რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ სოლომენის რაიონში დრონი ჩამოაგდო , რომლის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა.
კიევის მერის წინასწარი მონაცემებით, ორ ადამიანს სამედიცინო მომსახურება გაეწია, რომელთაგან ერთი კლინიკაში მოათავსეს.
წუხელვე დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა კიევის დარნიცის რაიონში. გოლოსეევის რაიონში კი ორსართულიანი დაუსრულებელი შენობის მეორე სართულზე ცეცხლი გაჩნდა, ხანძარი ლიკვიდირებულია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


