მედია: აშშ-მა და მოკავშირეებმა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები გაააქტიურეს
22/12/2023 05:09:17 მსოფლიო
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები განიხილავენ, თუ რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისათვის, რომ 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები, რომელიც ამჟამად დასავლეთის ქვეყნებშია გაყინული, უკრაინას სამხედრო დახმარებაზე მიმართონ, - ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების, დიპლომატებისა და იურისტების დონეზე ბოლო კვირების განმავლობაში გააქტიურდა და თეთრი სახლი დაჟინებით მოითხოვს, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, კანადასთან, იაპონიასთან ერთად, 2024 წლის 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავამდე, შემუშავდეს სტრატეგია იმისთვის, რომ რუსული აქტივები, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიყინა, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ.


