Accentnews.ge
უკრაინის ქალაქ ტორეცკზე რუსეთის ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ტორეცკზე რუსეთის ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

21/12/2023 19:06:42 მსოფლიო

რუსეთის დაბომბვის შედეგად დონეცკის რაიონის ქალაქ ტორეცკში სამი ადამიანი დაიღუპა.

სამხარეო პროკურატურის ცნობით, 21 დეკემბერს დაახლოებით შუადღისას რუსეთის არმიამ ქალაქზე ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა. ნაღმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა, დაიღუპა 41, 42 და 45 წლის კაცები. დაშავდა ორი საწარმოს კიდევ ხუთი თანამშრომელი.

რუსი სამხედროები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა სახის იარაღით-უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებით. მოსკოვი, მიუხედავად მტკიცებულებებისა და ჩვენებებისა, უარყოფს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.

21 ნოემბრის მონაცემებით, გაერომ დაადასტურა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 560-ზე მეტი ბავშვი იყო, 18 500-ზე მეტი სამოქალაქო დაშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S