Accentnews.ge
მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს

მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს

21/12/2023 16:06:03 მსოფლიო

მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დატოვებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელმა დოინა გერმანიმ ტელეკომპანია Exclusiv-ის ეთერში ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანა მომავალი წლის ბოლომდე დსთ-დან ყველა დარჩენილი დადებული შეთანხმების დენონსირებით [საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა] გამოვა.

ამასთან, დოინა გერმანის თქმით, მოლდოვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაეწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს იწყებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S