ჩეხეთის პრემიერი: ჩემმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა შესაძლებელია
21/12/2023 07:48:10 მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, მისმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა შესაძლებელია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გასულ გაზაფხულზე ჩეხეთში ბუნებრივი აირის დეფიციტის საფრთხე არსებობდა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების რუსეთზე დამოკიდებულების გამო, თუმცა ქვეყანამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა
"ჩვენ არ დავაყოვნეთ და გადავდგით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ერთ-ერთი მათგანი იყო თხევადი გაზის ტერმინალის გახსნა ნიდერლანდებში, რომელსაც შეუძლია, შეავსოს ჩვენი მოხმარების მნიშვნელოვანი ნაწილი," - დაწერა მან X-ზე.
მისივე თქმით, ჩეხეთმა უკვე მთლიანად შეძლო რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლება.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩეხეთს აღარ შეუსყიდია რუსული გაზი. ის ნორვეგიული ბუნებრივი აირით და ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირით ჩაანაცვლა.


