Accentnews.ge
Reuters: აშშ–მა 10 ამერიკელი პატიმრის სანაცვლოდ მადუროსთან დაახლოებული ბიზნესმენი გაათავისუფლა

Reuters: აშშ–მა 10 ამერიკელი პატიმრის სანაცვლოდ მადუროსთან დაახლოებული ბიზნესმენი გაათავისუფლა

21/12/2023 06:18:27 მსოფლიო

აშშ-მა ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ ვენესუელას პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გაათავისუფლა, - იუწყება Reuters.

კერძოდ, ვენესუელას მთავრობამ 20 ოპოზიციონერი და 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ალექს სააბი შეიწყალა.

ალექს სააბს კარაკასის აეროპორტში პრეზიდენტ მადუროს მეუღლე, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში თავად მადურო დახვდა.

მადურომ განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების ახალი ეტაპისკენ გადადგმული ნაბიჯია.

სააბს, რომელიც მაიამის ფედერალურ ციხეში 2021 წლიდან იმყოფებოდა, ამერიკელი პროკურორები 350 მილიონი დოლარის მითვისებასა და ვენესუელელი ოფიციალური პირების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S