უკრაინა: რუსების მიერ წუხელ გაშვებული 35 დრონიდან 34 ჩამოვაგდეთ
21/12/2023 05:27:35 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 35 დრონიდან 34 ჩამოაგდეს.
მისი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები სამი მიმართულებიდან გაუშვეს : ოკუპირებული ყირიმიდან, და რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქებიდან.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში.


