„ჰეზბოლამ“ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა
21/12/2023 05:20:51 მსოფლიო
ისრაელის ქირიათ შმონას დასახლებაში წუხელ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო, - იუწყება The Times of Israel.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ სოფლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ ქირიათ შმონას მიმართულებით „კატიუშას“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.
ისრაელის არმიას სარაკეტო იერიშის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს მინიმუმ 8 რაკეტა გაუშვეს, აქედან 5 ისრაელის თავდაცვამ მოიგერია, 3 კი - ღია ტერიტორიაზე დაეშვა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.


