ბორელი: თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, უკრაინაში ომი მოიგოს, ევროკავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება
21/12/2023 05:05:37 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კიევს, არამედ ევროპულ დემოკრატიას.
„თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს უახლოეს მომავალში და არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, ევროკავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება“, - განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში საკითხავი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა რუსეთს უკრაინის ფრონტის ხაზზე დამარცხება, არამედ ის, თუ რას აკეთებს ევროპა იმისთვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს.


