ბაიდენი: "ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმების არანაირი მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს"
20/12/2023 19:24:12 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ ეტაპზე ისრაელ-"ჰამასის" შეთანხმების არანაირი მოლოდინი არ არსებობს.
მისი თქმით, ვაშინგტონი ისრაელ-"ჰამასს" შორის შეთანხმების მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით ძალისხმევას არ იშურებს.
"ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ", – განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე, ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ჰამასის" ლიკვიდაციამდე ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა გამორიცხულია".
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.


