Accentnews.ge
ნეთანიაჰუ: ბრძოლას "ჰამასის" განადგურებამდე არ შევაჩერებთ"

ნეთანიაჰუ: ბრძოლას "ჰამასის" განადგურებამდე არ შევაჩერებთ"

20/12/2023 17:45:46 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ჰამასის" ლიკვიდაციამდე ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა გამორიცხულია.

„სანამ ყველა დასახულ მიზანს არ მივაღწევთ, ბრძოლას არ შევაჩერებთ. ესაა "ჰამასის" განადგურება, მძევლების გათავისუფლება და ღაზადან მომდინარე საფრთხის დასრულება“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S