Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში რუსეთის ჯარების მსხვილი გარღვევა მოსალოდნელი არ არის

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში რუსეთის ჯარების მსხვილი გარღვევა მოსალოდნელი არ არის

20/12/2023 15:41:55 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ჯარების მსხვილი გარღვევა მოსალოდნელი არ არის.

უწყების ინფორმაციით უკრაინამ საველე ფორტიფიკაციების გასამაგრებლად მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება მოახდინა.

"დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინა ბელარუსის საზღვრის გასწვრივ თავდაცვით ზღუდეს „დრაკონის კბილებით", მავთულხლართებითა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილებით აძლიერებდა. რუსეთის არმია რამდენიმე სექტორში ლოკალური ხასიათის იერიშების მცდელობებს განაგრძობს, მაგრამ ცალკეული შეტევები ოცეულზე უფრო დიდი რაოდენობის შენაერთებით იშვიათად ტარდება. რუსეთის მსხვილი გარღვევა ნაკლებად არის მოსალოდნელი და მთლიანობაში ფრონტზე სტაგნაციის პერიოდი შეინიშნება", – აცხადებენ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S