მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა
20/12/2023 14:04:59 მსოფლიო
მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა.
დაწესებული აკრძალვის მიხედვით, ისრაელისკენ მიმავალი გემები მალაიზიის პორტებში ტვირთის გადმოტვირთვას ვეღარ შეძლებენ.
მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აკრძალვა ისრაელის მიერ ღაზაში „ჩადენილ ჰუმანიტარულ დარღვევებზე“ პასუხს წარმოადგენს.
ისრაელი სამხედრო ოპერაციას აწარმოებს ღაზას სექტორში, რომელსაც წინ უძროდა "ჰამასის" თავდასხმა ისრაელის სამხრეთ რეგიონებზე, მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა და ტყვეების გატაცება.


