Accentnews.ge
მოლდოვამ მიიღო პირველი ახალი თაობის რადარი საკუთარი ცის დასაცავად

მოლდოვამ მიიღო პირველი ახალი თაობის რადარი საკუთარი ცის დასაცავად

20/12/2023 13:28:14 მსოფლიო

მოლდოვამ მიიღო თანამედროვე საჰაერო სათვალთვალო რადარი, რომელიც ქვეყანამ ფრანგული კომპანია THALES-ისგან იყიდა. იუწყება მოლდოვური გამოცემა Newsmaker.

თავდაცვის მინისტრ ანატოლი ნოსათის თქმით, ეს რადარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლდოვას საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

სისტემა მონიტორინგს გაუწევს ქვეყნის მთელ საჰაერო სივრცეს და შეავსებს ეროვნული არმიის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვის ღონისძიებებს.

"ამჟამინდელ რეგიონულ კონტექსტში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ბოლო ინციდენტებმა ხელისუფლების ყურადღება გაამახვილა მოლდოვას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

მოლდოვამ რადარი იყიდა ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის თანხებით. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრანგულმა კომპანიამ უზრუნველყო საინფორმაციო და ლოგისტიკური მხარდაჭერა.

როგორც გამოცემას თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალა დიაკონუმ უამბო, მოლდოვას მანამდე რამდენიმე საჰაერო სათვალთვალო სისტემა ჰქონდა, მაგრამ ისინი მოძველებული იყო.

”დღეს რესპუბლიკამ მიიღო ახალი თაობის რადარი,” - თქვა დიაკონუმ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს, რაკეტის ფრაგმენტები არაერთხელ დაეცა მოლდოვის ტერიტორიაზე.

იანვარში მოლდოვამ თავის მოკავშირეებს სთხოვა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა გაეძლიერებინა თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები უკრაინაში ომის ფონზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S