Accentnews.ge
რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან

20/12/2023 12:16:03 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს. იუწყებიან დაშავებულების შესახებ. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსებმა ხერსონის ოლქს 82-ჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

რუსების თავდასხმების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები, ფოსტა და სამედიცინო დაწესებულებები დაზიანდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა „ძირითადად არ მიიღო ადექვატური ზომები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ობიექტების მის მიერ განხორციელებული დარტყმებისგან დასაცავად".

ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ოფისის მონიტორინგის შედეგები მიუთითებს „უპირველესად, რუსეთის ფედერაციის ძალების მიერ, საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე და ომის დანაშაულებებზე“.

მისივე თქმით, გაერო–მ 4 დეკემბრის მდგომარეობით, დააფიქსირა და დაადასტურა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპვის ფაქტი, მათ შორის 560-ზე მეტი ბავშვის. დაშავდა კიდევ 18,500 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ბევრი მძიმედ.

"რეალური დანაკარგები ალბათ ბევრად მეტია“, - ხაზგასმით აღნიშნა თურქმა.

გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე დააფიქსირა 2,440 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის და დაშავების ფაქტი, მათგან უმეტესად ასაფეთქებელი იარაღისგან, როგორიცაა საარტილერიო ჭურვები და რაკეტები; კასეტური საბრძოლო მასალები და რაკეტები. ამ მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა დაიღუპა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში – ფრონტის ხაზთან ახლოს და მათ შორის იყო ბევრი იყო ასაკოვანი ადამიანი, რომელთაც არ შეუძლიათ ან არ სურთ უსაფრთხო ადგილას გადასვლა.

რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად მნიშვნელოვანი მსხვერპლი ასევე დაფიქსირდა მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ ადგილებში, ხშირად ფრონტის ხაზებიდან შორს. გაერო-ს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს გასულ კვირას კიევზე სარაკეტო იერიში, რომლის დროსაც დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.

იხილეთ ასევე: გაერო–მ რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილით დასჯის 142 შემთხვევა დააფიქსირა და ისაუბრა სხვა სამხედრო დანაშაულებზეც

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S