კემერონი იორდანიასა და ეგვიპტეს ეწვევა ღაზაში შემდგომი ჰუმანიტარული პაუზაზე სამსჯელოდ
20/12/2023 10:19:31 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი იორდანიასა და ეგვიპტეს ეწვევა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრიტანელი დიპლომატი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრ თარიქ აჰმედთან ერთად ეგვიპტესა და იორდანიაში მიმდინარე კვირაში ჩავა.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში შემდგომი ჰუმანიტარული პაუზის მიღწევის შესაძლებლობას განიხილავს.
იორდანიაში კემერონი თავის კოლეგას აიმან საფადის შეხვდება, ხოლო ეგვიპტეში ეგვიპტე-ღაზას საზღვართან მივა.
დღეს "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე ჩავიდა კაიროში ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ბოლო თვეებში ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებზე,– წერს Reuters.
მანამდე ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ღაზაში მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მძევლების გათავისუფლება. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი "ჰამასს" ერთკვირიან ზავს სთავაზობს 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ.
ეგვიპტემ, კატართან ერთად, ხელი შეუწყო ზავის მიღწევას გასულ თვეში, რომლის ფარგლებშიც მძევლების ნაწილი გათავისუფლდა პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ.


