აშშ-ის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხის განხილვას იანვარში დაუბრუნდება
20/12/2023 09:40:10 მსოფლიო
ამერიკელი სენატორები უკრაინის დამატებითი დახმარების პაკეტს მომავალი წლის დასაწყისამდე არ უყრიან კენჭს. ამის შესახებ სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის და რესპუბლიკელების ლიდერის მიჩ მაკკონელის ერთობლივი განცხადებიდან გახდა ცნობილი.
მომლაპარაკებლებმა „იმედისმომცემ პროგრესს მიაღწიეს“, თუმცა „რთული საკითხები რჩება“, – თქვეს პოლიტიკოსებმა.
მთავარ საკითხად რჩება რესპუბლიკელების მოთხოვნა აშშ-მექსიკის საზღვარზე საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხთან აკავშირებენ რესპუბლიკელები უკრაინისთვის დამატებით დახმარების გამოყოფაზე დათანხმებას.
„ჩვენი მომლაპარაკებლები ძალიან, ძალიან მონდომებით იმუშავებენ დეკემბერ-იანვრის არდადეგების პერიოდში, ჩვენი მიზანია, დაბრუნებისას რაღაცას მივაღწიოთ“, - უთხრა დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს სენატში.
სენატში რესპუბლიკელების ერთ-ერთ ფრაქციის ხელმძღვანელმა ჯონ ტუნმა დაადასტურა, რომ შეთანხმება 2024 წლის დასაწყისამდე ვერ მიიღწევა: „დემოკრატებმა გააჭიანურეს [პროცესი] იმ მომენტამდე, სანამ რაიმე არსებითი შეთანხმების მიღწევა სასაზღვო უსაფრთხოების საკითზე შეუძლებელი გახდა შობამდე“.
მანამდე თეთრმა გააფრთხილა კანონმდებლები, რომ წლის ბოლომდე აშშ-ს უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული თანხა ეწურება.


