Accentnews.ge
"ჰამასის" ლიდერი კაიროში ჩავიდა მოლაპარაკებების გასამართად

"ჰამასის" ლიდერი კაიროში ჩავიდა მოლაპარაკებების გასამართად

20/12/2023 09:25:24 მსოფლიო

"ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე ჩავიდა კაიროში ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ბოლო თვეებში ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებზე,– იუწყება Reuters.

მანამდე ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ღაზაში მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მძევლების გათავისუფლება. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი "ჰამასს" ერთკვირიან ზავს სთავაზობს 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ.

ეგვიპტემ, კატართან ერთად, ხელი შეუწყო ზავის მიღწევას გასულ თვეში, რომლის ფარგლებშიც მძევლების ნაწილი გათავისუფლდა პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S