IDF "ჰეზბოლას" სამხედრო სამიზნეებზე საჰაერო იერიშის შესახებ იუწყება
20/12/2023 08:59:44 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ სამხრეთ ლიბანში, "ჰეზბოლას" სამხედრო სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. ბოლო დღეებში, ისრაელისა და ლიბანის საზღვართან მცირე შეტაკებები მიმდინარეობდა.
როგორც განიმარტა, სამხედრო სამიზნეები მოიცავს "ჰეზბოლას" სამხედრო ინფრასტრუქტურას და შენობებს, საიდანაც ლიბანური რადიკალური ორგანიზაციის წევრები ოპერირებდნენ.
"ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები განაახლა მას შემდეგ, რაც ისრაელს "ჰამასი" თავს დაესხა, ხოლო ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. საპასუხოდ ისრაელიც ახორციელებს "ჰესბოლას" წინააღმდეგ დარტყმებს.


