Accentnews.ge
გერმანიის შემდეგ  საიმიგრაციო პოლიტიკას საფრანგეთიც ამკაცრებს

გერმანიის შემდეგ  საიმიგრაციო პოლიტიკას საფრანგეთიც ამკაცრებს

20/12/2023 07:59:45 მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებები საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანაც.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

„დღეს მკაცრი ზომები აუცილებელია“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა კენჭისყრის შემდეგ.

მანამდე საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების საკითხზე მუშაობა გერმანიაში დაიწყეს. საქართველოსა და გერმანიის შს მინისტრებმა შესაბამის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S