Accentnews.ge
აბასის მრჩეველი: "ჰამასი" ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას

აბასის მრჩეველი: "ჰამასი" ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას

20/12/2023 06:52:38 მსოფლიო

Al Arabiya-სთან ინტერვიუში პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მთავარმა მრჩეველმა "ჰამასი" ღაზას განადგურების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ "ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას."

"ჩვენს ხალხს ვეუბნები, ფასი, რომელიც ღაზამ გადაიხადა, არ არის მცირე და ეს მოითხოვს შეფასებას. მძიმე პასუხისმგებლობა იქნება, მაგრამ არა ახლა," - განაცხადა მაჰმუდ ჰაბაშმა და დასძინა, "დეტალებს არ შევეხები, მაგრამ ღაზას სექტორში 100 000 ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა. ასობით ათასი სახლი და ინფრასტრუქტურა განადგურდა. ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას," - თქვა მან.

მანამდე მან განაცხადა, რომ პალესტინას ეს ომი არ სჭირდებოდა.

ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა "ჰამასის" თავდასხმა ისრაელის სამხრეთ რეგიონებზე, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა და მძევლების გატაცება. ხანმოკლე ზავი მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა. ოთხდღიანი პაუზისას ტყვეობიდან ათეულობით მძევლის გათავისუფლება მოხერხდა. როგორც იუწყებიან, ტყვეობაში კვლავ რჩება 100–ზე მეტი მოქალაქე.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის, კვლავ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორში "ჰამასის" ტერორისტების მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად.

„ისრაელი მზად არის შემდგომი ჰუმანიტარული პაუზისთვის და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება“, - თქვა ჰერცოგმა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება, მთლიანად "ჰამასის" ხელმძღვანელობას ეკისრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S