Accentnews.ge
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროკავშირი ათწლეულის ბოლოს ომისთვის მზად უნდა იყოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროკავშირი ათწლეულის ბოლოს ომისთვის მზად უნდა იყოს

20/12/2023 06:41:58 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, ათწლეულის ბოლოს ევროპის მიმართ რუსეთიდან წამოსული საფრთხე შესაძლოა, გაიზარდოს.

პისტორიუსი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, რათა პოტენციური გამოწვევებისთვის მზად იყვნენ.

"პუტინის მუქარები ბალტიის ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ეს უბრალოდ იარაღის ჟღარუნი არ არის. ათწლეულის ბოლოს შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ". - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი Welt am Sonntag-თან.

მანამდე, შემოდგომაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებაში მენტალური ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა, მიიჩნევდა რა, რომ ევროპაში ომის საშიშროება არსებობს.

პისტორიუსის აზრით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ უნდა ჰქონდეს გავლენა გერმანული საზოგადოების აღქმებზე.

„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში შესაძლოა, ომის საშიშროება გაჩნდეს",– განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას: ”ჩვენ უნდა გავხდეთ ომისთვის გამოსადეგნი”.

მან უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ გერმანია ნელა რეაგირებს "გარდამტეხ მომენტზე": ამაზე უფრო სწრაფად არ არსებობს" – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ არა მხოლოდ შეიქმნა ბუნდესვერისთვის 100 მილიარდი ევროს სპეციალური ფონდი, არამედ შეიცვალა სტრუქტურებიც.

მაგრამ თქვა ისიც, რომ მაგრამ ბუნდესვერი დიდი ხნის განმავლობაში იყო უგულებელყოფილი: „სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც 30 წლის განმავლობაში დაზიანდა, 19 თვეში ვერ გამოსწორდება. მაგრამ ამ ათწლეულის ბოლოს გერმანია სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში იქნება".

იხილეთ ასევე: ბელგიის გენშტაბის უფროსი: ევროპა მზად უნდა იყოს ახალი რუსული აგრესიისთვის

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S