Accentnews.ge
რუსეთის შსს-მ გარი კასპაროვის ქმედებებში "დანაშაულის ნიშნები" აღმოაჩინა

რუსეთის შსს-მ გარი კასპაროვის ქმედებებში "დანაშაულის ნიშნები" აღმოაჩინა

20/12/2023 06:19:02 მსოფლიო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "დანაშაულის ნიშნები" აღმოაჩინა ოპოზიციონერი გარი კასპაროვის და "თავისუფალი რუსეთის ფორუმის" თანადამფუძნებლის ივან ტიუტრინის ქმედებებში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მათ გამართეს აუქციონი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.

რუსული სახელმწიფო სააგენტი "ტასი" ინფორმაციას დუმის დეპუტატ ანდრეი ალშევსკიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც დეპარტამენტიდან მიღებული პასუხი საჯარო გახადა. სწორედ მან მიმართა გამოძიების ჩატარების მოთხოვნით აუქციონის თაობაზე, რომელიც 9 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართა.

შსს ამბობს, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რომელიც ეხება ე.წ. არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის მხარდაჭერას. მუხლის სანქცია, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს თავისუფლების 1-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას.

უწყება ამბობს, რომ შეგროვებული მასალები გადაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო განყოფილებას შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S