Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 დრონი ჩამოვაგდეთ

20/12/2023 06:04:44 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 დრონი ჩამოაგდეს.

„სულ დაფიქსირდა Shahed-ის ტიპის 19 დრონი, რომელთაგან 18 უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალებმა ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიევის, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის ოლქებში გაანადგურეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ–არხზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის მიმართულებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკოც აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში რუსების მიერ დედაქალაქ კიევისკენ გაშვებული ყველა დრონი გაანეიტრალეს:

"უპილოტო საფრენი აპარატები, წინასწარი ინფორმაციით, Shahed– ის ტიპის, დედაქალაქში შევიდნენ სამხრეთის მიმართულებით, შავი ზღვიდან, დაფრინავდნენ ოდესის, კიროვოგრადის და ჩერკასის რაიონებში", - დაწერა მან.

მისი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S