Accentnews.ge
ზელენსკი - უნგრეთზე: ვეძებთ დიპლომატიურ გამოსავალს

ზელენსკი - უნგრეთზე: ვეძებთ დიპლომატიურ გამოსავალს

19/12/2023 19:58:16 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინასა და უნგრეთს შეუძლიათ, იპოვონ თავიანთი პრობლემების დიპლომატიური გადაწყვეტის გზები მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ბუდაპეშტის პოლიტიკა კიევის მიმართ "არ არის მეგობრული".

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ის უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ.

„მე არასოდეს მილაპარაკია ვიქტორ ორბანთან ცეცხლის შეწყვეტის ან პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ“, – უპასუხა კითხვას ზელენსკიმ.

მან ახსენა, რომ ორბანის გამოსვლაში იყო რაღაც ასეთი ნახსენები, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება „არ არის ჩვენ მიმართ მეგობრული და მან ეს იცის, მე მას ამაზე ველაპარაკე“.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და უნგრეთი მეზობელი ქვეყნები არიან, "ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი და ვუპასუხოთ კონკრეტულ კითხვებს, მაგრამ ამისათვის საჭიროა შეხვედრის ორგანიზება".

"ბოლოს არგენტინაში ორბანს ვუთხარი: "ვიქტორ, მითხარი ერთი მიზეზი, რატომ არ გვიჭერ მხარს ევროკავშირში?" მან ვერ მიპასუხა. მეორე, მე ვკითხე, რატომ არ შეგვიძლია, მოვაწყოთ ჩვენ შორის ოფიციალური შეხვედრა? და მანაც ვერც ამაზე მიპასუხა“, - გაიხსენა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ კიევს და ბუდაპეშტს შეუძლიათ, „დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნა და ჩვენი მხარეები ამაზე იმუშავებენ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S