Accentnews.ge
"მან შედეგი ვერ აჩვენა" - ზელენსკი ერდოღანის მცდელობებზე

"მან შედეგი ვერ აჩვენა" - ზელენსკი ერდოღანის მცდელობებზე

19/12/2023 19:25:34 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიტუაცია რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყირიმელების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კვლავ „რთულია“.

„რაც შეეხება ყირიმელებს, სიტუაცია რთულია. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არაფერი გვაქვს სამადლობელო. ვერაფერი გააკეთეს. ამ საკითხზე ერდოღანთან ძალიან ბევრი ვიმუშავე. ჯერჯერობით, პატივცემულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა შედეგი ვერ აჩვენა ყველა პატიმართან მიმართებაში, რომლებიც იმყოფებოდნენ ყირიმის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ სამოქალაქო პირების, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში დაკავებულების გაცვლა უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე სამხედრო ტყვეების.

უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, მაცხოვრებლების პოლიტიკური ნიშნით დაკავების191 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 123 ყირიმელი თათარი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S