Accentnews.ge
ზელენსკი: ომის დასრულების ვადების პროგნოზირება შეუძლებელია, დამოკიდებულია მრავალ მიმართულებაზე

ზელენსკი: ომის დასრულების ვადების პროგნოზირება შეუძლებელია, დამოკიდებულია მრავალ მიმართულებაზე

19/12/2023 18:17:27 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციას დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრებისადმი მადლიერების გამოხატვით. ამასთან, მან უკრაინას მიულოცა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

ზელენკიმ ისაუბრა ომის დასრულების სავარაუდო ვადებზე და თქვა, რომ ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

„ომი, გამარჯვება, სტაგნაცია - დამოკიდებულია მრავალ გადაწყვეტილებაზე, მრავალ მიმართულებაზე, მაგრამ უმეტესად, ჩვენზე. თუკი უდრეკნი დავრჩებით, ომს უფრო ადრე დავასრულებთ,“ თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ის უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ.

„მე არასოდეს მილაპარაკია ვიქტორ ორბანთან ცეცხლის შეწყვეტის ან პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ“, – უპასუხა კითხვას ზელენსკიმ.

მან ახსენა, რომ ორბანის გამოსვლაში იყო რაღაც ასეთი ნახსენები, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება „არ არის ჩვენ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი და მან ეს იცის, მე მას ამაზე ველაპარაკე“.

შეკითხვაზე, არის თუ არა იმის საფრთხე, რომ უკრაინა ომის წაგებას იწყებს, ზელენსკიმ უპასუხა: „არა!“ მისი თქმით, 2022 წელს უკრაინა ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულ იქნა, მაგრამ უკრაინამ მოახერხა ბლოკადის გარღვევა.

მან თქვა, რომ გამარჯვების ფასი მაღალია და რომ უკრაინას მართლაც აქვს სირთულეები, რაც, მათ შორის, დაკავშირებულია შეიარაღების არასაკმარის მიწოდებასთანაც არის კავშირში:„ერთი შეხედვით, არის რისკები. მაგრამ ჩვენ ყველანი ცოცხალი ადამიანები ვართ, ვიბრძვით, გვწამს ჩვენი ნაბიჯების, ყოველ შემთხვევაში, რათა მერე არ შეგვრცხვეს“.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, ხედავს თუ არა ის ანალოგიას ამჟამად ღაზას სექტორში პალესტინელების მძიმე მდგომარეობასა და უკრინაში შექმნილ ვითარეას შორის. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ორ კონფლიქტს შორის პრინციპული სხვაობაა - უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამდე უკრაინას არ მოუწყვია ტერორისტული აქტი რუსეთის წინააღმდეგ.

ზელენსკის ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინას თავისი სამხედრო სტრატეგიის შეცვლა ზაფხულში დაწყებული კონტრიერიშის არცთუ წარმატებული შედეგების შემდეგ და აპირებს თუ არა პრეზიდენტი სამხედრო ხელმძღვანელობის გამოცვლას.

„სტრატეგიის შეცვლა არ შეიძლება ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. ეს ჩვენი ტერიტორიაა,“ თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ტაქტიკის შეცვლა შეიძლება „2023 წელს ჩვენი მოქმედებების ანალიზის შემდეგ“. სამხედრო ხელმძღვანელობის გამოცვლის შესახებ შეკითხვას მან არ უპასუხა.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი გახდეს ნაწილობრივ, ისე, რომ უსაფრთხოების გარანტიები ვრცელდებოდეს არა მთელს ქვეყანაზე, არამედ მხოლოდ კიევის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

„ნატოში არ გვეპატიჟებიან და ნაწილობრივი წევრობის შესახებ სიგნალები, მართალი რომ გითხრათ, სისულელეა. ასეთი წინადადება არასოდეს მიგვიღია არც ერთი პარტნიორისგან“.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ აშშ მიიღებს გადაწყვეტილებას კიევისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰაერში არასაკმარისმა უპირატესობამ უკრაინის არმიას ხელი შეუშალა დიდი წარმატებების მიღწევაში ზაფხულის კონტრიერიშის დროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S