Accentnews.ge
ერდოღანმა შვედეთის NATO–ში გაწევრიანების საკითხი F-16–ებს დაუკავშირა

ერდოღანმა შვედეთის NATO–ში გაწევრიანების საკითხი F-16–ებს დაუკავშირა

19/12/2023 17:13:50 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება აშშ-სა და კანადაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„დადებითი ცვლილებები, რასაც ჩვენ აშშ-სგან F-16-ის და კანადის დაპირებების შესახებ ველოდებით, შვედეთის მიმართ ჩვენი პარლამენტის პოზიტიურ მიდგომას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების საკითხი გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განიხილა და ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვის შესახებ კონგრესთან იმუშავებს.

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება ამ დრომდე მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S