კემერონი: ეჭვი არ მეპარება, რომ პუტინის დამარცხება შეგვიძლია
19/12/2023 14:08:15 მსოფლიო
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ფრანგ კოლეგასთან - კატრინ კოლონასთან შეხვედრისას განაცხადა.
„დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები არიან და დარჩებიან იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს“, - განაცხადა კემერონმა.
დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, ისინი საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებ ერთ აზრზე რჩებიან.


