"აზოვის" მეთაური: ომი ხანგრძლივი იქნება, აპათიის წამალი ისტორიულ პროცესებში აქტიური ჩართვაა
19/12/2023 12:09:30 მსოფლიო
"აზოვის" ბატალიონის მეთაურის თქმით, რუსეთთან მიმდინარე ომი ხანგრძლივი იქნება.
პროკოპენკო მოუწოდებს უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი და შეუერთდნენ შეიარაღებულ ძალებს.
"ომის დასრულების ვადებზე წუხილებით გამოწვეული უიმედობის, პანიკისა და აპათიის საუკეთესო წამალი იმ ისტორიულ პროცესებში აქტიური ჩართვაა, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება",- წერს დენის პროკოპენკო.
მისი თქმით, რუსეთი არასდროს იტყვის უარს თავის გეოპოლიტიკურ მიზნებზე და შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთის დამარცხებაა.
"ეს ომი ხანგრძლივი იქნება, ის შესაძლოა წლები გაგრძელდეს, ჩვენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი გამარჯვების მოსაახლოვებლად",- წერს პროპენკო.
პროკოპენკო და "აზოვის" სხვა მეთაურები თურქეთიდან უკრაინაში მიმდინარე წლის ივნისში დაბრუნდნენ.
მარიუპოლში ტყვედ აყვანილი პროკოპენკო და "აზოვის" სხვა მეთაურები რუსეთმა ვიქტორ მედვედჩუკში გასული წლის შემოდგომაზე გაცვალა.
ამ დროისთვის განახლებული "აზოვის" დანაყოფები ბახმუტის შემოგარენსა და სერებრიანის ტყეში მოქმედებენ.


