GECF: ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდება 11 თვეში 60%-ით შემცირდა
19/12/2023 11:36:36 მსოფლიო
იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება 60%-ით შეამცირა წლიურად, 24 მილიარდ კუბურ მეტრამდე,– ნათქვამია გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ყოველთვიურ ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, მილსადენებით ევროკავშირის იმპორტირებული გაზის მლიან მოცულობაში რუსეთის წილი გასული წლის იანვარ-ნოემბრის 32%-დან 17%-მდე დაეცა. საშუალო თვიური მიწოდება 2,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაეცა გასული წლის ანალოგიური პერიოდის 5,5 მილიარდი კუბური მეტრიდან და 2019-2021 წლების 12,4 მილიარდი კუბურ მეტრიდან.
რაც შეეხებათ სხვა მიმწოდებლებს, ანგარიშის მიხედვით, ნორვეგიამ იანვარ-ნოემბერში წინა წელთან შედარებით 13%-ით შეამცირა, 76 მილიარდ კუბურ მეტრამდე. იმპორტი ალჟირიდან, აზერბაიჯანიდან და ლიბიიდან გასული წლის 11 თვის დონეზე დარჩა. შედეგად, ევროკავშირში მილსადენებით გაზის მთლიანი იმპორტი 11 თვეში წინა წელთან შედარებით შემცირდა და 141,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
ევროპის ქვეყნებმა რუსული ენერგორესურსების ალტერნატივების ძიება კრემლის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ დაიწყეს.


