მედია: ბრიტანეთი ხელს მოაწერს 10-წლიან შეთანხმებას უკრაინასთან უსაფრთხოების ფლოტზე აქცენტით
19/12/2023 10:39:19 მსოფლიო
ბრიტანეთი და უკრაინა უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერენ უსაფრთხოების 10–წლიან პაქტს, რომლის ფარგლებშიც ლონდონი გამოიყენებს თავის სამხედრო–საზღვაო გამოცდილებას, რათა დაეხმაროს კიევს შავი ზღვის კონტროლში. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მომავალი ურთიერთგაგების მემორანდუმი კიევის დაპირდება მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რომელიც კონცენტრირებული იქნება საზღვაო საშუალებებზე, ასევე ფინანსურ დახმარებასა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაზე.
ის ასევე მოიცავს ომისშემდგომი „უსაფრთხოების გარანტიებს“, რომლებიც შეაკავებს რუსეთს, თუ ის კვლავ გადაწყვეტს თავდასხმას, მათ შორის იარაღის მიწოდებასა და სანქციების გარათოებას.
ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ დაგეგმილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ქვეყანა ყურადღებას გაამახვილებს კიევის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, – აღნიშნა გამოცემაში.
გამოცემა მიუთითებს, რომ სამხედრო ლიდერები გაოგნებულები იყვნენ უკრაინის ქმედებებით შავ ზღვაში, როდესაც მან აიძულა რუსული ფლოტი, უკან დაეხია. ზოგიერთი იარაღი, რომელსაც უკრაინა იყენებდა, ბრიტანული იყო. ახალი შეთანხმება დაეფუძნება ბოლო განცხადებას, რომ დიდი ბრიტანეთი ნორვეგიასთან ერთად უხელმძღვანელებს "საზღვაო კოალიციას", რომელიც უკრაინას გადასცემს სამეფო საზღვაო ძალების ორ ნაღმმტყორცნს.
”შეთანხმება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას",– აღნიშნავს გამოცემის წყარო, რომელიც იცნობს მოლაპარაკების დეტალებს.


