ბრიტანული დაზვერვა: უკრაინამ წარმატებას მიაღწია "კინჯალის" განეიტრალებაში
19/12/2023 09:07:36 მსოფლიო
ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა უკრაინის წარმატება რუსული "კინჟალის" რაკეტების განეიტრალებაში. ამის შესახებ საუბარია ბრიტანული დაზვერვის უახლეს მიმოხილვაში.
ბრიტანელმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს რუსეთის საჰაერო ძალებმა დიდი ალბათობით, გამოიყენეს "კინჯალის" ბალისტიკური რაკეტა პირველად, 2023 წლის აგვისტოს შემდეგ. რუსეთმა სულ მცირე ერთი ასეთი რაკეტა გაუშვა ცენტრალური უკრაინის მიმართულებით, რომლის სამიზნეც სავარაუდოდ, სამხედრო აეროდრომი იყო.
"კინჯალი", როგორც ბრიტანეთის თავდაცვა აღნიშნავს, ერთ-ერთია იმ ექვსი ტიპის "სუპერიარაღიდან", რომლის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს გამოაცხადა. ამ რაკეტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ რუსეთის მომავალ სამხედრო დოქტრინაში.
უკრაინის ომში რუსეთი ამ იარაღს არეზერვებდა იმ სამიზნეებისთვის, რომელთაც კრემლი კარგად დაცულად და მაღალი ღირებულების მქონეებად თვლის. თუმცა, ბრიტანელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ "კინჯალს" საკამათო საბრძოლო დებიუტი ჰქონდა. ამ რაკეტებიდან ბევრმა სავარაუდოდ, ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს, მაშინ როცა, უკრაინამ წარმატებას მიაღწია ამ სისტემით თავდასხმების აღკვეთაში.


