ISW ავდეევკას რაიონში არსებული ოპერატიული ვითარება შეაფასა
19/12/2023 07:11:05 მსოფლიო
ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა ავდეევკას რაიონში ოპერატიული ვითარება შეაფასა. 18 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა განაგრძეს შეტევა ამ მხარეში დადასტურებული წარმატებების გარეშე.
ამერიკელი ანალიტიკოსები რუსული მხარის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ რუსული ძალები 800 მეტრით დაწინაურდნენ ოპიტნის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით (ბახმუტიდან სამხრეთით 4 კმ) და ვოდიანოედან დასავლეთით 400-500 მეტრამდე (7 კმ სამხრეთ-დასავლეთით ავდეევკადან). ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 30-ზე მეტი თავდასხმა ავდეევკას მიდამოებში.
რუსი ბლოგერები, რომლებიც ადევნებდნენ თვალყურს ომს, აცხადებდნენ, რომ რუსული ძალები თავს დაესხნენ ავდეევკას კოქსის ქარხანას და ავდეევკას სამხრეთ-დასავლეთით ინდუსტრიულ ზონას. გარდა ამისა, „ცუდი კლიმატური პირობები, განსაკუთრებით, სქელი ნისლი და ყინვა, კვლავ აფერხებს ორივე მხარის სახმელეთო აქტოვობას ავდეევკას გარშემო“.
ბოლო დღეებში თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ავდეევსკის მიმართულებით სამხედრო შეტაკებების რაოდენობა შემცირდა, თუმცა რუსული არმია ამ რაიონში „მუდმივ ცვლის ტაქტიკას, კერძოდ, ღამით უტევს“.
რუსეთის ჯარებმა ოქტომბრის დასაწყისში წამოიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია ავდეევკას დასაპყრობად. მანამდე ISW-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთის არმიამ მიიღო დავალება ავდეევკასა და კუპიანსკის დაკავების შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის მარტში ჩატარდება.


