Accentnews.ge
"მოულოდნელი და ირონიული" – კოლორადოში კრიმინალები ყაჩაღობისას "კოლეგამ" გაძარცვა

"მოულოდნელი და ირონიული" – კოლორადოში კრიმინალები ყაჩაღობისას "კოლეგამ" გაძარცვა

19/12/2023 06:50:51 მსოფლიო

კოლორადოში სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა ჩეკების განაღდების ბიზნესს, მაგრამ ვიდრე ისინი კრიმინალური აქტივობით იყვნენ დაკავებული, გასაქცევად მომზადებული მანქანა მეოთხე კაცმა მოიპარა. ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

Commerce City პოლიციამ შაბათს სამი ეჭვმიტანილიდან ორი დააკავა და მოვლენების სერიას "მოულოდნელი და ირონიული შემობრუნება" უწოდა.

"სანამ ტრიო ძარცვავდა ბიზნესს... მეოთხე დამნაშავემ მოიპარა მათი ავტომანქანა", - თქვა პოლიციამ.

ვიდრე სავარაუდო მძარცველები ფეხით გაქცევას შეძლებდნენ, "ოფიცრები შევიდნენ ტერიტორიაზე და სწრაფად დაედევნენ", - თქვა პოლიციამ.

"მოხარული ვართ, რომ არავინ დაშავებულა", - აცხადებენ პოლიციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S