ევროკავშირის სანქციების ქვეშ მედვედევის ვაჟი და პუტინის დისშვილი მოხვდნენ
19/12/2023 06:19:19 მსოფლიო
ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტის ფარგლებში, 61 ფიზიკურ პირსა და 86 ორგანიზაციას პერსონალური შეზღუდვები დაუწესა.
სანქცირებული პირების სიაში, მათ შორის, მოხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის ვაჟი ილია, კემეროვოს ოლქის გუბერნატორის ცოლი - ანა ცივილევა, რომელიც ვლადიმiრ პუტინის დისშვილია.
ევროკავშირში განმარტავენ, რომ ცივილევა დაკავშირებულია ფონდ „სამშობლოს დამცველებთან“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მედვედევის შვილს კი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.
რაც შეეხება ორგანიზაციებს, ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსული სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, სამხედრო ინდუსტრიის კომპანიები და კერძო სამხედრო კომპანიები.
18 დეკემბერს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ასევე ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტის.


