პუტინის მუქარის შემდეგ ფინეთმა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა
18/12/2023 19:02:25 მსოფლიო
ფინეთმა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა. მანამდე, ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყანას ნატო–ში გაწევრიანების გამო დაემუქრა.
შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით ვაშინგტონში მყოფმა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა დოკუმენტს უწოდა "მკაფიო ნიშანი აშშ-ის ერთგულებისა ფინეთის და მთელი ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის მიმართ".
ცნობისთვის: ფინეთი ნატო–ში მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა.


