ზელენსკი წლის შემაჯამებელ პრეს–კონფერენციას გამართავს
18/12/2023 18:30:56 მსოფლიო
19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის შემაჯამებელ პრეს–კონფერენციას გამართავს.
ზელენსკის ოფისმა 18 დეკემბერს გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე შეხვედრის ზუსტ დროსა და ადგილს ჟურნალისტებს პრეს–კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აცნობენენ.
ზელენსკიმ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ბოლოს 2022 წლის 24 თებერვალს გამართა.


