Accentnews.ge
მოლდოვა დსთ-ს ფარგლებში დადებულ კიდევ ორ შეთანხმებას აუქმებს

მოლდოვა დსთ-ს ფარგლებში დადებულ კიდევ ორ შეთანხმებას აუქმებს

18/12/2023 14:04:05 მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტი დსთ-ს ფარგლებში დადებული კიდევ ორ შეთანხმების ანულირებას მოახდენს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Newsmaker. წერს.

საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის პარლამენტის კომისიამ აღნიშნულ საკითხზე ორი საკონსულტაციო დასკვნა დაამტკიცა, – იტყობინება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური 18 დეკემბერს.

პარლამენტმა აღნიშნა, რომ 2023 წელს მოლდოველმა დეპუტატებმა გააუქმეს დსთ-ს ფარგლებში დადებული 22 შეთანხმება.

ამჯერად საუბარია დსთ-ში სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფებისა და კოლექტიური სამშვიდობო ძალების შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა კიევში 1992 წლის 20 მარტს და ასევე, 1992 წლის 4 აგვისტოს ხელმოწერილი ოქმის თაობაზე სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფებისა და კოლექტიური სამშვიდობო ძალების ფორმირებისა და ჩართვის დროებითი პროცედურის შესახებ ქვეყნებსა და დსთ-ს წევრი ქვეყნების კონფლიქტურ ზონებში.

თავდაცვის სამინისტრომ შესთავაზა დოკუმენტების დენონსირება და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებების დებულებები არარელევანტურია, რადგან მოლდოვა არ მონაწილეობს დსთ-ს ფარგლებში სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში.

ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა შესთავაზა კიდევ ერთი შეთანხმების დენონსირება, რომელიც ეხება დსთ-ს მონაწილეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის სხვა ძალადობრივი ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში კომპეტენტური ორგანოების ტექნიკური და მატერიალური დახმარების სფეროში. უწყება აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში არ იყენებს ამ აქტს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, კიშინიოვმა გამოაცხადა დსთ-დან ეტაპობრივი გასვლის შესახებ და უკვე გააუქმა ორგანიზაციის ფარგლებში გაფორმებული ათობით შეთანხმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S