Accentnews.ge
"ან დაასრულეთ ომი, ან წადით ფრონტზე და მოკვდით" – მობილიზებულების ახლობლები პუტინს მიმართავენ

"ან დაასრულეთ ომი, ან წადით ფრონტზე და მოკვდით" – მობილიზებულების ახლობლები პუტინს მიმართავენ

18/12/2023 13:06:27 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც მობილიზაცია განუსაზღვრელი გახადა, უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში ან თავად წავიდეს ფრონტზე, – განაცხადეს საომრად გამოძახებული რეზერვისტების ახლობლებმა ტელეგრამ–არხ «Путь домой»–ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მათ გამოაქვეყნეს სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი კაცის მიმართვაც, რომელიც თავს ალექსანდრედ წარადგენს, ამბობს, რომ მობილიზებულია, 2023 წლის იანვრიდან თავდასხმის რაზმში მსახურობს და რომ ახლა შვებულებაში იმყოფება.

მისი თქმით, ფრონტზე „ყველაფერი ირღვევა, დაწყებული ადამიანის უფლებებით“, მობილიზებულებს, განსაკუთრებით მოხუცებს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, მაგრამ „არც არავინ აპირებს ვინმეს მკურნალობას - აბი მისცეს და ესაა.”

ალექსანდრე ამბობს, რომ მას და სხვა სამხედროებს სურთ მშვიდობა და ომის დასრულება, რათა "იცხოვრონ მშვიდად, ბედნიერად, მაგრამ პრეზიდენტს არ სურს ამის მიცემა", არცადებს რა, რომ საჭიროა უკრაინის "დენაციფიკაცია" და "დემილიტარიზაცია", რაც „შეიძლება, განიმარტოს ისე, როგორც გინდათ, და გაჭიანურდეს [ომი] განუსაზღვრელი ვადით“.

ვიდეოს ქვეშ განთავსებულ კომენტარში მობილიზებულთა ახლობლებმა პუტინს მიმართეს: „ვლადიმირ ვლადიმროვიჩ, სადამდე დაიყვანე ხალხი. ჩვენ, რუსებს თქვენი ხელმძღვანელობის იმედი აღარ გვაქვს. დაასრულეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია [ასე უწოდებს მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს], დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. რას ნიშნავს „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“? თქვენ მაინც გესმის რაზე ლაპარაკობთ? ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიტყვას წარმოთქვამთ, ხალხი იხოცება. მოდით, ვიცხოვროთ მშვიდად. ან თავად წადით ფრონტზე და თავად მოკვდით“.

14 დეკემბერს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომში მობილიზებულია 244 ათასი, ხოლო 41 ათასი სამსახურიდან დაითხოვეს ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო, ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ მობილიზაციის დროს სულ 300 ათასი ადამიანი გამოიძახეს, 15 ათასის ბედი უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S