Accentnews.ge
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაიღუპა ათობით ადამიანი

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაიღუპა ათობით ადამიანი

18/12/2023 11:49:41 მსოფლიო

ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 61 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ლიბიის ოფისი იტყობინება.

ამ ინფორმაციის თანახმად, გემმა დატოვა ქალაქი ზუარა, რომელიც მდებარეობს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის დასავლეთით და ტუნისის საზღვრიდან 60 კილომეტრში. ბორტზე სულ 86 ადამიანი იმყოფებოდა.

ლიბიას ხშირად იყენებენ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან დევნილები, როგორც მიგრაციისთვის სატრანზიტო პუნქტს. სიღარიბესა და ომს გაქცეული ლტოლვილები ცდილობენ, გაცურონ ევროპის ქვეყნების ნაპირებისკენ, ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის გავლით. მხოლოდ 2023 წელს ამგვარი მცდელობისას 2250 ადამიანი დაიღუპა.

წელს ყველაზე მასშტაბური იყო Adriana-ს ჩაძირვა – თევზსაჭერი გემის, რომელსაც ლიბიიდან იტალიაში 750 ადამიანი გადაჰყავდა. მაშინ მხოლოდ 104 ადამიანი გადარჩა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S