Accentnews.ge
პისტორიუსი – გერმანიის ჯარების რუსეთთან NATO–ს აღმოსავლეთ საზღვარზე განთავსებაზე: "ისტორიული მომენტია"

პისტორიუსი – გერმანიის ჯარების რუსეთთან NATO–ს აღმოსავლეთ საზღვარზე განთავსებაზე: "ისტორიული მომენტია"

18/12/2023 11:21:20 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ისაუბრა "ისტორიულ დღესა და მომენტზე" მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის რუსეთის შეკავების მიზნით მუდმივი განთავსების გეგმას. წერს Bild.

პირველად, თანამედროვე გერმანიის ისტორიაში, ბუნდესვერი მუდმივად განათავსებს მთელ ბრიგადას ლიეტუვაში - ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, პირდაპირ რუსეთთან საზღვარზე. ამ განთავსების განრიგს, "საგზაო რუკას" ორშაბათს, 18 დეკემბერს ხელი მოაწერეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ არვიდას ანუსაუსკასმა.

ხელმოწერის ცერემონიაზე პისტორიუსმა ხაზი გაუსვა "ისტორიულ მომენტსა და ეტაპს" და თქვა, რომ გერმანიის ხელმძღვანელობით შეიქმნება ბრძოლისუნარიანი ბრიგადა რუსეთის შეკავების მიზნით.

„ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა“, - განაცხადა ლიეტუველმა მინისტრმა თემის კომენტირებისას.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ ეს გეგმა განამტკიცებს ორი ქვეყნის განზრახვებს ლიტვაში გერმანულ ბრიგადასთან დაკავშირებით და შემდგომი მოქმედების კურსს მისი სრულმასშტაბიანი განლაგებისთვის.

გეგმის მიხედვით, გერმანიის ჯარები ლიეტუვაში ეტაპობრივად 2024 წლიდან ჩავლენ, განლაგება კი, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის დასრულდება.

სამოქმედო გეგმა გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა.

გერმანული ბრიგადის ბირთვი შედგება ხუთი ბატალიონისგან, მათ შორის სატანკო და საარტილერიო.

საერთო ჯამში, გერმანია აპირებს, ლიეტუვაში განათავსოს დაახლოებით 5000 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეუერთდებიან მათი ოჯახები ხანგრძლივი როტაციის პერიოდის განმავლობაში.

გერმანული ჯარები რუდნინკაიში და რუკლაში განთავსდებიან. ზოგიერთი მათგანი იცხოვრებს ვილნიუსსა და კაუნასში, ხოლო დამატებითი ლოჯისტიკური პუნქტები შეიქმნება ლიეტუვის სხვა რაიონებში.

ლიეტუვაში ასეთი ბრიგადის განლაგების შესახებ მსჯელობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო და გერმანიამ მზადყოფნა ივნისში გამოაცხადა.

იმავდროულად, ლიეტუვაში არის მოწოდებები გერმანიის სამხედროების უფრო სწრაფად განლაგების შესახებ. პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მიესალმება ქვეყანაში გერმანული ბრიგადის განლაგების დაჩქარებას 2026 წლის ბოლომდე.

თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, შეემუშავებინა დეტალური წამახალისებელი სისტემა, რათა წაახალისოს გერმანელი სამხედრო პერსონალი, მუდმივად განლაგდნენ ლიტვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S