შოლცი კორონავირუსით დაინფიცირდა
18/12/2023 11:07:07 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Twitter-ზე (X) დაწერა.
შოლცმა აღნიშნა, რომ ეს აშკარად „არ არის ისეთი სიურპრიზი", რომელიც მას გაახარებდა.
”ჩემი ამჟამინდელი ტესტ COVID-19-ზე აჩვენებს ორ ხაზს. მცირე სიმპტომის გამო, ველოდები დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას და ახლა მხოლოდ ჩემს მაგიდასთან ვმუშაობ”, - თქვა გერმანიის კანცლერმა.
შოლცის ინფიცირების შესახებ ცნობილი გახდა ევროკავშირის სამიტის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, რომელზეც მას კონტაქტი ჰქონდა ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებთან.


