მექსიკაში, სადღესასწაულო წვეულებაზე 12 ადამიანი მოკლეს
18/12/2023 10:49:48 მსოფლიო
მექსიკის ცენტრალურ შტატში, გუანახუატოში, სადღესასწაულო წვეულებაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
სალვატიერაში, ერთ-ერთ სახლში ტრადიციულ მექსიკურ დღესასწაულს – პოსადასს – აღნიშნავდნენ, როცა შეიარაღებულმა ჯგუფმა წვეულების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა.
უკანასკნელ წლებში გუანახუატოს შტატი მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გახდა, რადგან რეგიონში ნარკოტიკებით მევაჭრე ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან.


