Accentnews.ge
მედია: ლიბიის ავიაბაზაზე იერიშის შედეგად სავარაუდოდ, რუსული თვითმფრინავი განადგურდა

მედია: ლიბიის ავიაბაზაზე იერიშის შედეგად სავარაუდოდ, რუსული თვითმფრინავი განადგურდა

18/12/2023 10:26:18 მსოფლიო

ლიბიაში, ალ-ჯუფრას საავიაციო ბაზაზე, რომელსაც აქამდე რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" აქტიურად იყენებდა, ილ-76-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი განადგურდა თავდასხმის შედეგად. იტყობინებიან არაბული და დასავლური მედიასაშუალებები. ამის შესახებ წერენ რუსული მედიარესურსებიც.

ზოგიერთი მედია წერს, თვითმფრინავი რუსული იყო.

არსებული ცნობებით, ბაზაზე იერიში 7 დეკემბერს მიიტანეს, ამასთან, მეორე თავდასხმა, სავარაუდოდ, 12 დეკემბერს მოხდა. იერიშებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია და არც ოფიციალური კომენტარი გაკეთებულა.

ამჟამად საავიაციო ბაზას ლიბიის ეროვნული არმია იყენებს, რომელიც ასევე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს. ამასთან, ბაზას ხელმძღვანელობს გენერალი ხალიფა ჰაფთარი, რომელიც მოსკოვთან თანამშრომლობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S