ლოიდ ოსტინი ისრაელს ეწვევა
18/12/2023 08:10:37 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა, - იუწყება CNN.
როგორც იტყობინებიან, ოსტინი მიიღებს განახლებულ ინფორმაცის იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ისრაელის თავდაცვის ძალები, ომის კაბინეტი და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ღაზას სექტორში მიმდინარე ოპერაციის ამჟამინდელ ფაზას.
დაანონსდა, რომ ისრაელის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს ლოიდ ოსტინთან ერთად გაერთიანებული შტაბის უფროსი ჩარლზ კვინტონ ბრაუნ უმცროსიც დაესწრება.
მანამდე აშშ–ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელმა მიდგომები უნდა შეცვალოს.


