Accentnews.ge
ისრაელის არმიამ ღაზაში "ჰამასის" უდიდესი გვირაბი აღმოაჩინა

ისრაელის არმიამ ღაზაში "ჰამასის" უდიდესი გვირაბი აღმოაჩინა

18/12/2023 08:05:51 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ღაზის სექტორში კიდევ ერთი, აქამდე უცნობი, გვირაბების ქსელი აღმოაჩინეს, რომელიც ღაზა-ისრაელის საზღვართან მდებარეობს.

გვირაბებში შესასვლელი ერეზის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან 400 მეტრშია, ხოლო გვირაბების სიგრძე ჯამში დაახლოებით ოთხ კილომეტრს აღწევს. ზოგიერთ მონაკვეთზე გვირაბი 50 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და მისი სიგანე მანქანების გადაადგილების საშუალებასაც იძლევა. ამასთან, გვირაბებს თან ახლავს საკანალიზაციო, ელექტროენერგიით მომარაგებისა და საკომუნიკაციო სისტემები, ხოლო ზოგიერთ ნაწილში ჩაშენებულია აფეთქებისგან დამცავი კარი.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში სამხედრო ინჟინრებმა, ღაზას დივიზიის ჩრდილოურ ბრიგადასთან ერთად, სადაზვერვო და ტექნოლოგიური საშუალებებით, "ჰამასის" სტრატეგიული მნიშვნელობის გვირაბების ქსელი გამოამჟღავნეს და იგი პოტენციური საფრთხეებისგან გაწმინდეს.

4 დეკემბერს IDF-მა განაცხადა ღაზას სექტორში 800-ზე მეტი გვირაბის აღმოჩენის შესახებ, რომელთაგან 500 განადგურდა, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით.

ისრაელის სამხედროების ცნობით, გვირაბები გადის ღაზას სექტორში სკოლებისა და სპორტული ცენტრების, მეჩეთებისა და საავადმყოფოების ქვეშ. ამ გვირაბების სისტემის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. "ჰამასის" ლიდერების თქმით, მათი სიგრძე 500 კილომეტრს აღწევს, სიღრმე კი 35 მეტრს.

"ჰამასი" მრავალი წლის განმავლობაში იყენებს მიწისქვეშა გადასასვლელების ფართო სისტემას სამხედრო მიზნებისთვის, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევად. ასე იყო ისრაელზე 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს, – ამტკიცებს IDF.

"ჰამასი" ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს და მოაწყო ხოცვა–ჟლეტა. დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ორასზე მეტი მძევლად აიყვანეს, ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმებისა და სახმელეთო ოპერაციების შედეგად, სექტორის დაახლოებით 18 ათასი მცხოვრები დაიღუპა. ბრძოლა გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S