Accentnews.ge
NATO–ს სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვაზე შეთანხმებას მოაწერს ხელს

NATO–ს სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვაზე შეთანხმებას მოაწერს ხელს

18/12/2023 07:52:34 მსოფლიო

ნატოს სამი სახელმწიფო: ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი 11 იანვარს სტამბოლში შავი ზღვის წყლების ერთობლივი განაღმვის შესახებ შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა.

გიულერმა შავი ზღვის განაღმვაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის კონტექსტში ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა "ფრთხილად, პასუხისმგებლობით და მიუკერძოებლად" იცავს მონტრეს კონვენციას.

"შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობით დაწყებული სამმხრივი ინიციატივის ფარგლებში, 22-23 ნოემბერს ჩავატარეთ შავი ზღვის ნაღმების მოქმედების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მესამე რაუნდი, რომელსაც ჩვენმა სამინისტრომ უმასპინძლა.

ხელმოწერის ცერემონიას სტამბოლში 2024 წლის 11 იანვარს ვგეგმავთ, რომელშიც მონაწილეობას სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიღებს," - თქვა მან.

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის კონტექსტში, გიულერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ "ეს ომი, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება, რაც შეიძლება მალე დასრულდება" და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S